პრეპარატი სიმსუქნის წინააღმდეგ და გრიპის უნიკალური ვაქცინა - 2018 წელს მეცნიერებს ახალი აღმოჩენები აქვთ

პრეპარატი სიმსუქნის წინააღმდეგ და გრიპის უნიკალური ვაქცინა - 2018 წელს მეცნიერებს ახალი აღმოჩენები აქვთ

2018 წელი სულ ახლახან დაიწყო, თუმცა მეცნიერებს უკვე აქვთ მნიშვნელოვანი მიღწევები.

აი, რამდენიმე მათგანი :

მეცნიერებმა უკვე დაიწყეს უნივერსალური გრიპის ვაქცინის ტესტირება ადამიანებზე, რომელიც ყოველწლიურ ვაქცინაციას ჩაანაცვლებს;

მარსის ზედაპირზე აღმოჩენილია სუფთა წყლის ყინული. სასმელი წყალი, შესაძლოა, მომავალში მკვლევარებს გამოადგეთ;

მეცნიერებმა აღმოაჩინეს სიმსუქნის საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც წონაში კლებას მადის დაქვეითების გარეშე შეუწყობს ხელს, სისხლში ქოლესტერინის შემცველობასაც დაარეგულირებს;

NASA-ს მკვლევარებმა შეიმუშავეს კოსმოსში ნავიგაციის ახალი მეთოდი, რომლის საშუალებითაც კოსმოსური ხომალდები უფრო დიდ დისტანციაზე შეძლებენ სივრცის გამოკვლევას;

მეცნიერები ქმნიან ნახშირის ბოჭკოს მცენარეებიდან ნავთობის ნაცვლად, რომ აწარმოონ უფრო მსუბუქი და იაფი მანქანები, რომელიც ნაკლებ საწვავს მოიხმარს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს