სარატოვში ძაღლმა მონადირე მოკლა

სარატოვში ძაღლმა მონადირე მოკლა

სერგეი ტერეხოვი 21 იანვარს ბიძაშვილთან ერთად სანადიროდ წავიდა. ადგილზე მისულმა საბარგულიდან ორი მწევარი ამოიყვანა. მონადირემ იარაღი მუხლზე დაიდო, მუცლის მიმართულებით. როდესაც ძაღლები მანქანიდან გადმორბოდნენ, ერთ-ერთი მათგანი პატრონის მუხლზე დახტა და სასხლეტს თათი გამოსდო.

დაშავებულის ბიძაშვილმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა. ექიმები მალევე მივიდნენ, თუმცა დაჭრილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გამომძიებლებმა მომხდარი უბედურ შემთხვევად შეაფასეს. ორივე მონადირე ფხიზელი იყო და იარაღის გამოყენების უფლება ჰქონდა.

წყარო rtvi.com

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს