5 მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა ვიცოდეთ 30 წლის ასაკში მშვიდი ცხოვრებისთვის

5 მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა ვიცოდეთ 30 წლის ასაკში მშვიდი ცხოვრებისთვის

ზოგმა ჩვენგანმა 30 წლის ასაკში მოახერხა, ეყიდა ბინა, ან დაეწყო საკუთარი საქმე, ზოგი კი ცდილობს, ისწავლოს, როგორ გამოიმუშაოს ფული. ნებისმიერ შემთხვევაში, არის მიზეზები, რომლებიც ან ფინანსურ წარმატებას მოგვიტანს, ან - ეკონომიკურ სიდუხჭირეში გვამყოფებს.

ბავშვების გაზრდა საკმაოდ ძვირი ჯდება

არსებობს სტერეოტიპი, რომ შვილები აუცილებლად უნდა გავაჩინოთ 20-25, ან - 30 წლამდე. რეალურად კი ბავშვები საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა. ამიტომ, ბევრად უკეთესი იქნებოდა, ისინი მაშინ გაჩნდნენ, როდესაც ამისთვის მზად ვიქნებით, მათ შორის - ფინანსურადაც.

არ იჩქაროთ, უმჯობესია, მოამზადოთ პარტნიორთან ერთად ფინანსური საფუძველი, რომ დატკბეთ მშვიდი ცხოვრებით და მუდმივად არ იფიქროთ ფულზე.

არ არის უხერხული, მოითხოვოთ დაწინაურება

თუ ერთსა და იმავე პოზიციაზე უკვე 3 წელია, ან მეტი, მუშაობთ, დროა კარიერული წინსვლა განაგრძოთ. მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სრულიად სწორი გადაწყვეტილება იქნება, მოითხოვოთ დაწინაურება, ამიტომ ნუ მოგერიდებათ, მოითხოვოთ.

ჩადეთ ინვესტიცია თქვენს ჯანმრთელობასა და განათლებაში

ჯანმრთელობის გარეშე ადამიანი ვერაფერს მიაღწევს, ამიტომ ეცადეთ, საკუთარ თავს გაუფრთხილდეთ, დაისვენოთ ზღვაზე თუნდაც წელიწადში ერთხელ, კარგად გამოიძინოთ, მიირთვათ ჯანმრთელი საკვები. კარგი განათლება კი ცხოვრებაში ბევრ კარს გვიხსნის.

არ ჩადოთ ფული საქმეში, რაშიც ვერ ერკვევით

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ძალიან გეჩქარებათ გამდიდრება, ნებისმიერ ფინანსურ საკითხს უნდა მიუდგეთ ცივი გონებით და მშვიდად.

შეინარჩუნეთ ურთიერთობა მეგობრებთან, გაიცანით ახალი ადამიანები

ხშირად ისე ხდება, რომ ცხოვრებაში ურთიერთობები უფრო მეტ რამეს წყვეტს, ვიდრე ფული. ალბათ, ყველას გვქონია ასეთი შემთხვევა.

წყარო adme.ru

რას ამბობს ქეთი ხატიაშვილი რაგბიდან "ოცნების" საპარალამენტო სიაში მოხვედრილ დავით კაჭარავაზე - ცნობილი წყვილის "ლავსთორი" დასრულდა?

"აცხადებენ,  - პანდემია არისო, მაგრამ მე არ დამინახავს" - გორელი ქალბატონის ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში აიტაცეს

უარი სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრებას - ჰარიმ ფული უკან დააბრუნა, სკანდალი ამოწურულია