საქართველოში ყველაზე პოპულარული სიმღერა "დესპასიტოა" - ნახეთ მუსიკა მსოფლიო რუკაზე

საქართველოში ყველაზე პოპულარული სიმღერა "დესპასიტოა" - ნახეთ მუსიკა მსოფლიო რუკაზე

საქართველოს მასშტაბით "იუთუბზე" ყველაზე ხშირად Despacito-ს უსმენენ, ამის შესახებ აღნიშნულია რუკაზე, რომელიც პორტალზე The Pudding განთავსდა.

რუკაზე შეგიძლიათ მოძებნოთ ნებისმიერი ქვეყანა და ნახოთ, რომელ სიმღერას უსმენენ იქ ყველაზე ხშირად.

Despacito-ს საქართველოში 1 495 895-ჯერ მოუსმინეს. თბილისსა და ქუთაისში ყველაზე მეტი მოსმენა/ნახვა აქვს ალექს მიკას სიმღერას Dalinda.

Despacito პოერტო-რიკოელი მომღერლის, ლუის ფონსის სიმღერაა, რომელიც მან რეპერ დედი იანქისთან ერთად შეასრულა.

ალექს მიკა კი რუმინელი პოპმომღერალია, მისი სიმღერა Dalinda რუმინულ ჩარტში 2012 წელს 3 კვირის მანძილზე ლიდერობდა.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს - აშშ-ში ყველაზე მეტი ნახვა Lil Pump-ის Gucci Gang-ს, იტალიაში ედ შირანის Perfect-s, დიდ ბრიტანეთში კამილა კაბელოს Havana-ს, გერმანიაში კი Bausa-ს s Du liebe nennst-ს აქვს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს