როცა ბავშვს არ აქვს სწავლის მოტივაცია - მიზეზები და მშობლის 10 შეცდომა

 როცა ბავშვს არ აქვს სწავლის მოტივაცია - მიზეზები და მშობლის 10 შეცდომა

ბევრი მშობელი, რომელსაც სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვი ჰყავს, ეჯახება პრობლემას, რომელსაც სწავლის მიმართ მოტივაციის არარსებობა ჰქვია. თანამედროვე პედაგოგიკის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა - სწავლის მიმართ ინტერესის არარსებობაა. მოდით, ერთად გავერკვეთ, თუ რატომ ხდება ასე და ვინ არის ამაში დამნაშავე.

სწავლის მოტივაცია დაპროგრამებული გვაქვს ბუნებიდან: თუ მოსწავლემ კარგად მოინდომა, ისწავლა და მოსალოდნელი ქება არ მიიღო მშობლისა თუ მასწავლებლისგან, მაშინ უკეთესად სწავლის ყველანაირი სურვილი ეკარგება, და ეს ლოგიკურიცაა.

მშობლის შეცდომა №1

მშობელი თვლის, რომ მისი შვილი მზად არის სკოლაში წასასვლელად იმიტომ, რომ

მან ბევრი რამ იცის თავის ასაკთან შედარებით. მაგრამ ინტელექტუალური მზადყოფნა - ეს არ არის სინონიმი ფსიქოლოგიური მზადყოფნისა. ბავშვი კი არ ექვემდებარება გარკვეულ წესებს, არამედ აკეთებს იმას, რაც მას სურს. აქ აუცილებელია განუვითაროთ ბავშვს უნარი - სძლიოს საკუთარ თავს. ვასწავლოთ პატარას არა მხოლოდ იმის კეთება, რაც მას უნდა, არამედ იმისაც, რაც აუცილებელია.

მშობლის შეცდომა №2

ბავშვი ადრე მიჰყავთ სკოლაში. არ შეიძლება ბავშვის სკოლაში მიყვანა მის ბიოლოგიურ ჩამოყალიბებამდე (ძვლების და კბილების სრულფასოვნად ჩამოყალიბებამდე). ბიოლოგიურად ჩამოუყალიბებელი ბავშვი უმჯობესია ავარიდოთ სკოლას იქამდე, ვიდრე მას ბოლომდე არ განუვითარდება ხელი და მისი ფორმა. ამის შემოწმება შემდეგნაირად შეიძლება: ვთხოვოთ ბავშვს

დასვას წერტილები უჯრიან რვეულში.

შეცდომა №3.

როცა ბავშვი არ დადის საბავშვო ბაღში. თანატოლებთან კონტაქტის არქონა იწვევს თვითნებური ქცევების გაიშვიათებას, როდესაც ბავშვი იძულებულია ეთამაშოს სხვებს, დაემორჩილოს წესებს, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მას ეს არ სურს, გაითვალისწინოს სხვისი აზრი და იცხოვროს კოლექტივში... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს