ერთი, ან რამდენიმე უცხო ენის ცოდნა დასაქმების ბაზარზე უკვე მოთხოვნადსა და კონკურენტუნარიანს გვხდის. მაგრამ საინტერესოა, რომელ ენას მივანიჭოთ უპირატესობა და რომელი ენის შესასწავლად დავხარჯოთ საკუთარი რესურსი, თუ ინგლისური ჩვენი მშობლიური ენაა, ან ის მშობლიური ენის დონეზე ვიცით.
ეს კრიტერიუმები ყველაზე გამოსაყენებელი ენის განსაზღვრაში დაგვეხმარება:
1. ამ ენაზე მოსაუბრეთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით
2. პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტექსტში აღნიშნული ენის აქტუალურობა
პოლ ლევისის წიგნის Ethnologist-ის მიხედვით, 10 ენას შორის, რომელზეც ყველაზე მეტი ადამიანი საუბრობს, არის ჩინური, მათ შორის მანდარინა, ესპანური, ინგლისური, არაბული, ჰინდი, ბენგალური, პორტუგალიური, რუსული, იაპონური და გერმანული.
ორივე კრიტერიუმის გათვალისწინებით, წარმოგიდგენთ 7 ყველაზე გამოსაყენებელ ენას:
ესპანური
ესპანურ ენაზე ინგლისურის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი საუბრობს. ესპანური მშობლიურ ენად ითვლება 400 მილიონზე მეტი ადამიანისთვის დაახლოებით 44 ქვეყანაში, რაც მას ყველაზე გამოსაყენებელი ენების ნუსხის თავში აქცევს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენი ადამიანი საუბრობს ესპანურად, ამ ენას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ხშირად ამბობენ, რომ ესპანური სასწავლად საკმაოდ მარტივი ენაა, ყოველ შემთხვევაში ამ ენაზე ყველა სიტყვა ისე იკითხება როგორც იწერება და ისევე იწერება როგორც წარმოითქმის. ამ ენის სწავლა ეკონომიკური თვალსაზრისითაც მომგებიანია. განაგრძეთ კითხვა