სტეიკში, თევზსა და მინერალურ წყალში სტუდენტებს რესტორანში 1100 ევრო გადაახდევინეს

სტეიკში, თევზსა და მინერალურ წყალში სტუდენტებს რესტორანში 1100 ევრო გადაახდევინეს

რესტორანი ვენეციაში, სადაც ტურისტებს სადილის საფასურად 1 100 ევრო გამოართვეს, 19 400 ევროთი დააჯარიმეს.

სტუდენტებმა, რომლებიც ბოლონიაში სწავლობენ, რესტორანში Osteria de Luca სტეიკი, შემწვარი თევზი და მინერალური წყალი მიირთვეს. მიმტანმა კი არარეალურად დიდი ოდენობის თანხის გადახდა მოსთხოვა. სტუდენტებმა საქმის გარკვევა ადგილზევე სცადეს, თუმცა რომ ვერაფერს გახდნენ, პოლიცია გამოიძახეს.

ჯარიმა რესტორანს მას შემდეგ დააკისრეს, რაც სამართალდამცველებმა მისი მფლობელები დაკითხა.

ამბავი მედიისთვის რეზონანსული თემა აღმოჩნდა, ვენეციის სასტუმროების ასოციაციაში ამბობენ, რომ მომხდარმა ქალაქის რეპუტაცია დააკნინა და კომპენსაციის სახით, სტუდენტებს შესთავაზა, ორი ღამით 5 ვარსკვლავიან სასტუმროში უფასოდ დაესვენათ.

წყარო independent.co.uk

5 გემბანი, აუზი, სპა, კინოთეატრი - დაათვალიერეთ ბილ გეითსის სუპერიახტა, რომელიც 644 მილიონი დოლარი ღირს

9 თებერვლის ანგელოზის სავსემთვარეობა და მაგიური რიტუალი, რომელიც თქვენს ცხოვრებასა და ჯანმრთელობას უკეთესობისკენ შეცვლის

რუსი მინისტრი კორონავირუსით დაავადებული პაციენტის გასასინჯად სათხილამურო სათვალით მივიდა