ავტორი:

5 გემბანი, აუზი, სპა, კინოთეატრი - დაათვალიერეთ ბილ გეითსის სუპერიახტა, რომელიც 644 მილიონი დოლარი ღირს

5 გემბანი, აუზი, სპა, კინოთეატრი - დაათვალიერეთ ბილ გეითსის სუპერიახტა, რომელიც 644 მილიონი დოლარი ღირს

მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს, Microsoft-ის თანადამფუძნებელს, ბილ გეითსს ყველა იცნობს როგორც ქველმოქმედს, რომელიც ფუფუნების საგნებში ბევრ ფულს არ ხარჯავს, მაგრამ რეალურად, მას ძალიან უყვარს საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების განებივრება.

როგორც გამოცემა The Telegraph წერს, ბილ გეითსის ახალი შენაძენია იახტა სახელად Sinot Aqua, რომელიც წყალბადის ძრავზე მუშაობს და ამ სუპერიახტის ფასი 644 მილიონი ამერიკული დოლარია.

112 მეტრის სიგრძის იახტას ხუთი გემბანი აქვს. თითოეულ გემბანზე 14-14 სტუმრის მასპინძლობაა შესაძლებელი, ხოლო იახტის მართვას ეკიპაჟის 31 წევრი სჭირდება.

იახტა ულტრათანამედორვედაა მოწყობილი. მასზე განთავსებულია საცურაო აუზი, კინოთეატრი, სპა, სავარჯიშო დარბაზი, სილამაზის სალონი, აქვს კერძო კერძო გემბანი, საიდანაც მთლიანი ჰორიზონტი იშლება.

გარდა იმისა, რომ სავსეა ფუფუნების საგნებით, ის არის პირველი იახტა, რომელიც მთლიანად მუშაობს წყალბადის ძრავზე.

როგორც The Guardian წერს, ბილ გეითსს უყვარს შვებულების იახტებზე გატარება, თუმცა ის აქამდე, როგორც წესი, ქირაობდა ხოლმე და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გეითსმა საკუთარი იახტა შეიძინა. იახტა ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბილ გეიცმა იახტა იყიდა, სხვადასხვა გამოცემებმა გაავრცელეს. მათ შორის, the Guardian-მა Mashable.com-მა და სხვებმა, თუმცა მოგვიანებით, BBC-იმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Microsoft-ის დამფუძნებელს იახტა არ უყიდია. BBC სუპერიახტის დიზაინერს დაუკავშირდა, რომელმაც გამოცემასთან თქვა, რომ იახტა გაყიდული არ არის და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი მის შესაძენად შესაბამის ადამიანებს არ დაკავშირებია.

სამყარო ადამიანებს ახალი მისიისთვის ამზადებს - რა დავალება ექნება ზოდიაქოს ყველა ნიშანს მომდევნო წელიწად-ნახევარი?

კურიოზი პირდაპირ ეთერში - ABC-ის ჟურნალისტი გადაცემაში პიჯაკით და უშარვლოდ ჩაერთო

1941 წელს ჩაძირული "არმენია" ნაპოვნია! - როგორ მოხდა ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა და იყო თუ არა გემზე განძი?