"ლევანი ღმერთების ბრძოლაში გახდა ჩემპიონი!" - რას წერს ტოჩინოშინის გამარჯვებაზე იაპონიაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი

"ლევანი ღმერთების ბრძოლაში გახდა ჩემპიონი!" - რას წერს ტოჩინოშინის გამარჯვებაზე იაპონიაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი

პირველად სუმოს ისტორიაში, ქართველი იმპერატორის თასის მფლობელია! ტოჩინოშინიმ იგივე ლევან გორგაძემ საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა. ტოჩინოშინი მე-3 ევროპელია, რომელმაც ამ ტიტულის მოპოვება შეძლო. მაგრამ ასე სენსაციურად არავის მოუპოვებია, რადგან მან როგორც მე-3 მაეგაშირამ შეძლო ეს. ხოლო რაც შეეხება ამ ტურნირს, ის ყველაზე პრესტიჟულია სუმოს სამყაროში.

იაპონიაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, არჩილ მაჭავარიანი ლევან გორგაძის გამარჯვების მნიშვნელობაზე წერს:

"Tochinoshin is a Champion of Hatsu Basho!!! The third European in the history of Sumo to win this title! მოკლედ, სასწაული ამბავი მოხდა. არც ვიცი მნიშვნელობით რას შევადარო. ალბათ ზაზას NBA-ს ბეჭედს ან კალაძის ჩემპიონთა ლიგას. მაგრამ კიდე ბოლომდე არ გადმოსცემს ეს მნიშვნელობას. მაინც კიდევ უფრო სხვა რამეა სუმოში იმპერატორის თასის მოგება. იმიტომ, რომ არ არის ეს უბრალოდ სპორტი. იაპონელების კულტურის, რელიგიის, თვითშემეცნების, მსოფლმხედველობის სიმბოლო და გამოხატულებაა სუმო. ეროვნული სიამაყეა. ღმერთების ბრძოლაა. პირველი ბრძოლა სუმოში ლეგენდის მიხედვით ღმერთებს შორის შედგა, გამარჯვებული ღმერთის შვილები გახდნენ იაპონიის იმპერატორები და იმიტომაც ჰქვია თასს იმპერატორის თასი. სუმოისტებიც დღემდე რაღაც ნახევრადღმერთებად ითვლებიან აქ. და ეს თასი მოიგო ლევანმა. ღმერთების ბრძოლაში გახდა ჩემპიონი!

ბოლო დღეები სულ ტოჩიზე წერდა და ლაპარაკობდა აქ ყველა. საელჩოში რეკავდნენ და გვილოცავდნენ. და დღეს საბოლოოდ ჩემპიონია. ისტორია დაწერა ამ ბიჭმა. ჩათვალეთ, რომ დღეიდან მთელმა იაპონიამ იცის საქართველო, აბსოლუტურად ყველა იაპონელმა და დაინტერესებულები არიან ჩვენით. დიდი, სასწაული, საოცარი საქმე გააკეთა ჩვენმა ბიჭმა, რომელსაც ისეთი ტრავმის გამო მოუწია ცოტა ხნის წინ ქვემოთ ჩავარდნა, რომ საერთოდ არ ჯეროდათ თუ დაბრუნდებოდა. დაბრუნდა და იმპერატორის თასი მოიგო. ჰოლივუდური ფილმის სიუჟეტია. მესამე ევროპელია ისტორიაში, ვისაც ეს ტიტული მოუგია. დიდი, დიდი ამბავია ძალიან. ეს არის ისტორია მებრძოლ სულზე,რომელიც არ ნებდება. მადლობა ლევანს. საოცრად მაგარ, ალალ, ჯიგრიან ბიჭს და ნადვილ მეომარს! ხვალ ბოლო ბრძოლასაც ჩაატარებს და გადასცემენ თასს" - წერს მაჭავარიანი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს