პრინცები და პრინცესები სიახლეებს ერთმანეთს Whatsapp-ის ჯგუფით უზიარებენ

პრინცები და პრინცესები სიახლეებს ერთმანეთს Whatsapp-ის ჯგუფით უზიარებენ

სამეფო ოჯახის წევრები ჰარისა და მეგანის ქორწილის გეგმებსა და ქეითის ორსულობის ამბებს ერთმანეთს Whatsapp-ის ჯგუფის საშუალებით უზიარებენ, ამის შესახებ მაიკ ტინდალმა განაცხადა. ყოფილი მორაგბე ტინდალი ზარა ფილიპსის, დედოფალ ელისაბედის შვილიშვილის ქმარია.

39 წლის მაიკი და 36 წლის ზარა მეორე შვილს ელოდებიან, ამავე წელს შედგება პრინცი ჰარისა და პრინცესა იუჯენის ქორწილები, პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს კი მესამე შვილი შეეძინებათ.

ტინდალის თქმით, ამ ყველაფრის შესახებ სამეფო ოჯახის ახალგაზრდა წევრები ინფორმაციას ერთმანეთს სწორედ სოციალური ქსელის ჯგუფით უზიარებენ.

"ალბათ, დავესწრებით ჰარისა და ეუჯენის ქორწილებს, ჯერ არ დავუპატიჟებივართ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ჩვენთვის ბავშვის დაბადებაა. თუ კარგად ჩაივლის, ძალიან ბედნიერები ვიქნებით, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია," - ამბობს ტინდალი.

ზარასა და მაიკს ერთი ქალიშვილი, 4 წლის მია ჰყავთ.

წყარო hellomagazine.com

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს