მასარუ იბუკა იაპონური კომპანია "სონის" დამფუძნებელია. მან ნოვატორული კონცეფცია შექმნა ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის. მისი წიგნი "სამი წლის შემდეგ გვიანია" მთელ მსოფლიოში ცნობილია. მასარუ იბუკას არც ახალი განმავითარებელი მეთოდი გამოუგონებია ბავშვებისთვის და არც ახლებური სათამაშოები შეუქმნია. სამაგიეროდ, ბევრი საინტერესო და საქმიანი რჩევა მისცა მშობლებსა თუ აღმზრდელებს.
წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:
1. ასწავლეთ რაც შეიძლება ბევრი ლექსი. ბავშვის ტვინი 100-200 მოკლე ლექსს ინახავს მეხსიერებაში. რაც უფრო ინტენსიურად ავარჯიშებთ ბავშვის გონებასა და მეხსიერებას, მით უკეთ ვითარდება იგი. ბავშვის მეხსიერების უნარი აუცილებლად უნდა ავარჯიშოთ. ამასობაში სწავლისა და გამეორებისგან სიამოვნების მიღებასაც იწავლის. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ 2 წლის ბავშვებმა ზოგჯერ მთელი ლექსების წიგნი იციან ზეპირად, ზოგიერთ მათ თანტოლს კი ერთი სტროფის დამახსოვრება უჭირთ.
2. ხშირად აიყვანეთ ხელში. ურთიერთობა, მშობელთან ფიზიკური შეხება არა მარტო ბავშვის ინტელექტზე მოქმედებს, არამედ თანაგრძნობის უნარის მქონე პიროვნების ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს. მშობლებთან ურთიერთობა არასოდეს არის ზედმეტი. ნუ შეშინდებით, რომ ერთად წოლით და ბევრი მოფერებით ბავშვი ზედმეტად განებივრდება.
3. თავადაც მოიფიქრეთ მისი განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობები. ბავშვმა ძალები ყველა მიმართულებით უნდა მოსინჯოს. შეიძლება წვრილმანები კი არა, უფრო მსხვილი "გაქანების" საქმეები იზიდავს... განაგრძეთ კითხვა