ბიჭმა, რომელსაც სურს მერლინ მონროს ჰგავდეს, ოპერაციებში 7 ათას დოლარზე მეტი დახარჯა

ბიჭმა, რომელსაც სურს მერლინ მონროს ჰგავდეს, ოპერაციებში 7 ათას დოლარზე მეტი დახარჯა

პლასტიკურ ქირურგიაზე შეყვარებული კირილ რუქსი ტუჩის ფილერებით შევსებით იმდენად შორს წავიდა, რომ გარეგნობა რადიკალურად შეიცვალა. რუქსი საფრანგეთში ცხოვრობს და ძალიან სურს, მის სათაყვანებელ მსახიობს, მერლინ მონროს ჰგავდეს.

კირილმა, რომელიც მიმტანად მუშაობს, პლასტიკური ქირურგიისთვის 7 ათას დოლარზე მეტი დახარჯა. მან არაერთი სერიოზული კოსმეტიკური პროცედურა ჩაიტარა.

ის რეგულარულად აქვეყნებს სურათებს "ინსტაგრამზე" და აშკარაა, რომ საკუთარი გარეგნობა ძალიან მოსწონს.

ტუჩების ფილერებით გატაცება სერიოზულ პრობლემად იქცა. ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, მათი საყვარელი მსახიობებივით, ანდა - მომღერლებივით გამოიყურებოდნენ, პლასტიკური ქირურგიის დიდი დოზით ჩარევის შედეგად საკუთარი გარეგნობის გარდა, ჯანმრთელობასაც უქმნიან საფრთხეს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს