არაბ შეყვარებულ წყვილს სავაჭრო ცენტრში კოცნისთვის პატიმრობა მიუსაჯეს

არაბ შეყვარებულ წყვილს სავაჭრო ცენტრში კოცნისთვის პატიმრობა მიუსაჯეს

საუდის არაბეთის სასამართლომ ახალგაზრდა მამაკაცს ოთხთვიანი პატიმრობა და გამათრახება იმის გამო მიუსაჯა, რომ მან სავაჭრო ცენტრში გოგონას აკოცა.

"ამორალური საქციელის" ჩადენის დროს ახალგაზრდას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები წაადგნენ თავს. დამამტკიცებელი საბუთის სახით სასამართლო პროცესზე სათვალთავლო კამერების ჩანაწერი გამოიყენეს, იტყობინება პორტალი "Интерфакс-Религия".

ახალგაზრდას ასევე ორი წლის განმავლობაში სავაჭრო ცენტრებში შესვლა აუკრძალეს. როგორც ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, ამჟამად ახალგაზრდა მამაკაცის მეგობარი გოგონას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს