მღვდელი, რომელსაც ბავშვის გაუპატიურება ბრალდება, ამბობს, რომ ეს "შემთხვევით მოხდა"

მღვდელი, რომელსაც ბავშვის გაუპატიურება ბრალდება, ამბობს, რომ ეს "შემთხვევით მოხდა"

კათოლიკე მღვდელი, რომელსაც ბავშვის გაუპატიურება ედება ბრალად, ამბობს, რომ ეს "სრული გაუგებრობა" იყო და "შემთხვევით მოხდა", ინფორმაციას The Independent ავრცელებს.

76 წლის ჯონ საროს ბრალი რამდენიმე დღის წინ აშშ-ში, დელავერში წარუდგინეს. მას დაახლოებით 25 წლის წინ არასრულწლოვან გოგონასთან ორალური სექსი ჰქონდა.

"ყველა დეტალს ვერ ვიხსენებ, თუმცა ეს გაუგებრობა იყო," - განაცხადა სარომ გამოცემას The News Journal of Wilmington.

აქვე, მღვდელი აღნიშნავს, რომ ყველაფერი სრულიად შემთხვევით მოხდა.

დაზარალებულმა საეკლესიო მსახურს ბრალი 2011 წელს დასდო. ის სასამართლოს წინაშე მომავალ კვირას წარსდგება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს