ძვირადღირებულ ბაღში ბავშვებს ძლიერ ყინვაშიც კი გარეთ აძინებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს სასარგებლოა

ძვირადღირებულ ბაღში ბავშვებს ძლიერ ყინვაშიც კი გარეთ აძინებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს სასარგებლოა

ბაღში, სადაც მშობლები საათში 8 ფუნტს იხდიან, ბავშვებს ძლიერი ყინვის დროსაც კი გარეთ აძინებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, ინფორმაციას Mirror ავრცელებს.

ბრიტანეთში, სასექსში მდებარე საბავშო ბაღის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თბილად გახვეულ ჩვილებს გარეთ უფრო დიდხანს სძინავთ და სიცივის მიმართ უფრო გამძლენი არიან.

ჰანა როზალის თქმით, მასზე გავლენა მოახდინა სკანდინავიურმა "ტყეების სკოლებმა", სადაც მოსწავლეებს, ჩვეულებისამებრ, გარეთ სძინავთ.

ვებგვერდზე როზალი წერს, რომ "ბავშვებისთვის გარეთ ძილი ბევრ ქვეყანაშია მიღებული, ისევე, როგორც თაობების წინ - დიდ ბრიტანეთშიც სრულიად ჩვეულებრივი იყო".

ბავშვებს რომ არ სციოდეთ, ყოველ 5-10 წუთში ერთხელ ამოწმებენ.

ე.წ. "ტყის სკოლებში", სკანდინავიის ქვეყნებში ბავშვები გარეთ ჭამენ, თამაშობენ და გარეთვე იძინებენ. ეს წესი 1950 წლიდან მოქმედებს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს