ჰარი და მეგანი ქორწილის დღეს საჩუქრად მიღებულ თანხას საქველმოქმედო ფონდში გადარიცხავენ

ჰარი და მეგანი ქორწილის დღეს საჩუქრად მიღებულ თანხას საქველმოქმედო ფონდში გადარიცხავენ

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ჯვრისწერის ცერემონიალი 19 მაისს შედგება ლონდონში.

მზადება ქორწილისთვის უკვე აქტიურად მიმდინარეობს. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ მეგანისა და ჰარისთვის Spice Girls იმღერებს.

ამჯერად კი ჟურნალისტებმა წყვილისთვის ყველაზე სასურველი საჩუქარი გაარკვიეს - ისინი სიამოვნებით მიიღებენ ნებისმიერი რაოდენობის თანხა და ქორწილისთვის შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში.

მეგანი და ჰარი ცნობილი არიან ქველმოქმედებით, ამიტომ გადაწყვეტილება არავისთვის აღმოჩნდა გასაკვირი. თანაც, ასევე მოიქცნენ პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი, მათ ქორწილისთვის მილიონ ფუნტზე მეტი მიიღეს საჩუქრად.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს