"იაკუძას" ლიდერი ტექდათვალიერებაგაუვლელი ავტომობილის მართვის გამო დააპატიმრეს

"იაკუძას" ლიდერი ტექდათვალიერებაგაუვლელი ავტომობილის მართვის გამო დააპატიმრეს

იაპონური მაფია "იაკუძას" ერთ-ერთი უმსხვილესი დაჯგუფების "კობე იამაგუტი-გუმის" ხელმძღვანელი ოსამუ ტერაოკა ტექდათვალიერებაგაუვლელი ავტომობილის მართვის გამო დააპატიმრეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

გარდა ამისა, ტერაოკას შესაძლოა სხვა ბრალდებებიც წაუყენონ. გამოძიების ვერსიით, ის სასამართლოს მოთხოვნებს არღვევდა, როდესაც უცნობ პირებს "კობე იამაგუტი-გუმის" შტაბ-ბინაში მოსვლის ნებართვას აძლევდა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ამ შენობის შეკრებებისთვის გამოყენება აკრძალული ჰქონდა.

იაპონური მედიის ინფორმაციით, "კობე იამაგუტი-გუმის" სტრუქტურაში ტერაოკას მაღალი თანამდებობა უკავია, ის დაჯგუფების მეორე პირად და მოქმედი ხელმძღვანელის მთავარ მემკვიდრედ ითვლება.

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში - ბარები, რესტორნები და ულამაზესი ხედები: სასტუმროს ფოტოები, სადაც შესაძლოა, მალე დასასვენებლად წახვიდეთ

სან დიეგოს ზოოპარკში მაიმუნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა გაუკეთეს

"ნუთუ ეგონათ, რომ ჩუმად ვიქნებოდით..."-  რაში ადანაშაულებენ ერთმანეთს სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი და ბუკინგემის სასახლე?