ნიკოლ კიდმანის შვილმა, რომელსაც დედასთან ურთიერთობა კვლავ არ აქვს, დიზაინერობა დაიწყო

ნიკოლ კიდმანის შვილმა, რომელსაც დედასთან ურთიერთობა კვლავ არ აქვს, დიზაინერობა დაიწყო

მსახიობი ნიკოლ კიდმანი მრავალშვილიანი დედაა, 2 შვილი მას აყვანილი ჰყავს.

ქალიშვილთან, იზაბელასთან, რომელიც ტომ კრუზთან თანაცხოვრების დროს იშვილა, ურთიერთობა ყოველთვის დაძაბული ჰქონდა. ტომ კრუზს და ნიკოლ კიდმანს ქალიშვილისგან არც ქორწილის მოსაწვევი მიუღიათ.

ცოტა ხნის წინ ბელამ გადაწყვიტა, კარიერაში პირველი ნაბიჯები გადადგას და სამოსის საკუთარი ბრენდი შექმნა. კომპანიის სახელწოდებაში 25 წლის გოგომ აქცენტი მაინც ცნობილ გვარზე გააკეთა, ბრენდს BKC ჰქვია და ბელა კიდმან კრუზის ინიციალებისგან არის შედგენილი (Bella Kidman Cruise).

დიზაინერის პირველ კოლექციაში მხოლოდ მაისურებია ბელას მიერ შექმნილი პრინტებით. თითოეულის ღირებულება კი 85 დოლარია.

იზაბელას გარდა ნიკოლ კიდმანმა და ტომ კრუზმა კიდევ ერთი ბავშვი აიყვანეს, კონორ ენტონი. ამჟამად ნიკოლი კიტ ურბანზეა დაქორწინებული, რომელთანაც 2 შვილი ჰყავს. ტომ კრუზს კი ქალიშვილი, სური კეტი ჰოლმსთან ქორწინების დროს შეეძინა.

ნახევარი მილიონი ჩეჩენისა და ინგუშის დეპორტაცია საქონლისთვის განკუთვნილი ვაგონებით - ოპერაცია "ჩეჩევიცას" უმძიმესი შედეგები

რატომ იხატავდნენ ქალები ფეხებზე სწორ ხაზებს მეორე მსოფლიო ომის დროს?

გოლფის ლეგენდამ სიკვდილს თვალებში ჩახედა - ტაიგერ ვუდსის მდიდრული ცხოვრება, სასახლეები და სასიყვარულო სკანდალები