ქალს ქმარმა თირკმელი მოპარა

ქალს ქმარმა თირკმელი მოპარა

ინდოელი ქალი ქმარს და მაზლს მისი თირკმლის მოპარვაში ადანაშაულებს, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

2 წლის წინ დასავლეთ ბენგალში მცხოვრები რიტა სარკარი მუცლის ტკივილის გამო ქმარმა კერძო კლინიკაში წაიყვანა, სადაც, ექიმებთან ერთად დაარწმუნა, რომ მუცლის ტკივილი აპენდიციტის ბრალი იყო და აუცილებელი იყო, ოპერაცია გაეკეთებინა.

რამდენიმე თვის წინ კი რიტამ აღმოაჩინა, რომ მას ერთი თირკმელი აღარ ჰქონდა.

"ქირურგიული ჩარევის შემდეგ ქმარმა გამაფრთხილა, რომ არავისთვის მომეთხრო ოპერაციის შესახებ," - ამბობს რიტა.

რამდენიმე თვის შემდეგ მან თავი შეუძლოდ იგრძნო და ოჯახის წევრებმა ექიმთან წაიყვანეს. კვლევებმა აჩვენა, რომ მას ერთი თირკმელი არ ჰქონდა, დიაგნოზი განმეორებითმა კვლევამაც დაადასტურა.

"მაშინ მივხვდი, რატომ მოითხოვდა ჩემი ქმარი, ოპერაციაზე არავისთვის არაფერი მეთქვა. მან გაყიდა ჩემი თირკმელი, რადგან ჩემმა ოჯახმა ვერ შეძლო, მზითვი გამოეყოლებინა ჩემთვის, გათხოვების შემდეგ," - განაცხადა რიტამ.

მომხდარის გამო სარკარის ქმარი და მაზლი დაკავებულები არიან, პოლიციამ ორგანოებით ვაჭრობის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს