ბრედ პიტი ავარიაში მოყვა

ბრედ პიტი ავარიაში მოყვა

ბრედ პიტი ავარიაში მოყვა, ინფორმაციას Metro ავრცელებს. მსახიობი საკუთარი "ტესლათი" "ნისანს" შეეჯახა, "ნისანი" კი - "კიას". შემთხვევა ორშაბათს დილით ლოს-ანჯელესში მოხდა.

54 წლის პიტი რეპორტიორებმა მაშინ დააფიქსირეს, როდესაც ავტოავარიაში მონაწილე მძღოლებს ესაუბრებოდა. მსახიობი სრულიად მშვიდი იყო.

პიტმა ტელეფონით გადაუღო სურათები მანქანის დაზიანებებს და შემდეგ ორივე მძღოლს დაემშვიდობა.

ფოტოებზე ჩანს, რომ ავარია მსუბუქი იყო და სხეულის დაზიანება არავის მიუღია.

"დეილი მეილის" ინფორმაციით, ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ ბრედ პიტი მშვიდად ცხოვრობს, ძირითად დროს სახლში ატარებს, რადგან თავს შინ ყველაზე კარგად გრძნობს.

ანჯელინა და ბრედი ერთმანეთს 2016 წელს დაშორდნენ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს