რას ჰყვება გოგონა, რომელმაც გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმის შემდეგ პირველი კადრები გადაიღო - საქმის აქამდე უცნობი დეტალი

რას ჰყვება გოგონა, რომელმაც გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმის შემდეგ პირველი კადრები გადაიღო - საქმის აქამდე უცნობი დეტალი

ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ ადგილზე არსებული სიტუაცია გადაიღო პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც მან ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, მის მიერ გადაღებული ვიდეოკადრები ამჟამად პროკურატურაშია. რაც შეეხება კადრების შინაარსს, გოგონა ამბობს, რომ ამაზე ვერ ისაუბრებს, რადგან გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე აქვს ხელი მოწერილი.

"პირველი მე ვიყავი, რომელმაც 112-ში დარეკა და  სასწრაფო-სამედცინო დახმარება და პოლიცია გამოიძახა. სწორედ ამის შემდეგ დავიწყე გადაღება, სანამ ქალბატონი დოდო გაიყვანეს იქამდე ვიღებდი. ფიზიკურად, სადაც შემეძლო შესვლა, პატრულის მოსვლამდე, იქ გადავიღე ყველაფერი. 15 წუთიანი მასალა მაქვს, რომელიც პროკურატურაში დავტოვე. ჩემს მიერ გადაღებული კადრების შინაარს ვერ გადმოვცემ. რაც შეეხება იმას, თუ როგორ გადავიღე ეს კადრები, პირველ რიგში გეტყვით, რომ პროფესიით მეც ჟურნალისტი ვარ. მეორე, გადაღებაში იმან შემიწყო ხელი, რომ დენი არ იყო, მობილურ ტელეფონზე ყველას ფანარი ჰქონდა ჩართული. მე ვიდეოგადაღების დროს ფანარი მქონდა ჩართული, თუ ვიდეოკამერა, ეს არ ფიქსირდებოდა" - ამბობს გოგონა.

ნახეთ ვიდეო: დოდო გუგეშაშვილის საქმის მოწმის კომენტარი, რომელმაც მკვლელობის შემდეგ პირველი კადრები გადაიღო

დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა გუშინ განხორციელდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა დოდო გუგეშაშვილის შვილი ნოდარ გუგეშაშვილი. დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ: დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს მაყუჩიანი იარაღიდან ესროლეს - საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

"ნამდვილად ვიცით, რომ დოდომ იცის, ვინ არის მკვლელი და მისი ვინაობა, სავარაუდოდ, პოლიციასაც უთხრა"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ