"მკვლელი პირდაპირ საძინებელში შევარდა და საწოლში მყოფ ნოდარს რამდენიმე ტყვია დაახალა" - გახმაურებული დანაშაულის გაუხმაურებელი დეტალები

"მკვლელი პირდაპირ საძინებელში შევარდა და საწოლში მყოფ ნოდარს რამდენიმე ტყვია დაახალა" - გახმაურებული დანაშაულის გაუხმაურებელი დეტალები

7 თებერვალს, დიღმის მასივში მომხდარი მკვლელობა ჯერ ისევ გაუხსნელია, ამ დრომდე უცნობია მკვლელობის ზუსტი მოტივიც, თუმცა არაოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე სამართალდამცავებს იდენტიფიცირებული ჰყავთ და ახლა მისი ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობენ.

დოდო გუგეშაშვილს და მის ერთადერთ ვაჟს, 33 წლის ნოდარს, დილის საათებში დაესხნენ თავს.

როცა თავდამსხმელი დედა-შვილის ნაქირავებ ბინაში, მე-13 სართულზე მივიდა, ნოდარი გუგეშაშვილი, სავარაუდოდ, ჯერ ისევ საწოლში იწვა. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ერთ-ერთი პიროვნების მონაყოლი, რომელმაც დანაშაულის ადგილი მომხდარიდან მალევე ნახა. ის ამტკიცებს, რომ ნოდარის ცხედარი საწოლ ოთახში იყო და არ არის გამორიცხული, მას მკვლელის მისვლისას, საერთოდაც, ეძინა.

"დოდო იცნობდა მკვლელს და კარიც თვითონ გაუღო. შესაძლოა, ცოტა ხანს ისაუბრეს კიდეც, შემდეგ კი ყველაფერი წამებში მოხდა. მკვლელი პირდაპირ საძინებელ ოთახში შევარდა და საწოლში მყოფ ნოდარს რამდენიმე ტყვია დაახალა. შვილის დაცვა სცადა დედამ, თუმცა მკვლელმა მასაც ერთი ტყვია ესროლა", - გვიყვება ადამიანი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა გვთხოვა.

უკვე ცნობილია, რომ მკვლელის წასვლამდე ბინა დაჭრილმა დოდო გუგეშაშვილმა დატოვა, ის ყვირილით გამოვარდა და მეზობლებს შველას თხოვდა. დაჭრილი ქალი მე-11 სართულამდე ფეხშიშველი ჩავიდა. მას ადგილზევე აღმოუჩინეს დახმარება და სასწრაფოც გამოიძახეს... ზოგიერთი მათგანის თქმით, ამ დროს დაინახეს, როგორ ჩამორბოდა კიბეზე მამაკაცი, რომლის დანახვისასაც დაჭრილი დოდო გუგეშაშვილი აყვირდა, - ეს არის მკვლელი, დაიჭირეთო!

სავარაუდო დამნაშავის შეჩერება ვერავინ შეძლო და ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კიდევ ერთი ადამიანი, ვინც მკვლელი ნახა, მე-14 სართულზე ცხოვრობს. ისიც გარეთ ყვირილის ხმაზე გამოსულა და დაუნახავს დოდოს სახლიდან როგორ გამოვიდა შუახნის მამაკაცი, რომლისთვისაც უკითხავს, - რა ამბავია, რა ხდებაო?... განაგრძეთ კითხვა

ასევე წაიკითხეთ: რას ჰყვება გოგონა, რომელმაც გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმის შემდეგ პირველი კადრები გადაიღო - საქმის აქამდე უცნობი დეტალი

"დედა-შვილი უმუშევარი იყო... ისე უჭირდათ, ძლივს არსებობდნენ" - რას ჰყვება მეგობარი ნოდო გუგეშაშვილზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ