როგორ მზადდება ყველაზე ძვირად ღირებული პროდუქტი მსოფლიოში, რომლის ერთი კგ 35 000 დოლარი ღირს

როგორ მზადდება ყველაზე ძვირად ღირებული პროდუქტი მსოფლიოში, რომლის ერთი კგ 35 000 დოლარი ღირს

ხიზილალა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული საკვები პროდუქტია მსოფლიოში.

ერთი კილოგრამი შეიძლება 35 000 აშშ დოლარად გაიყიდოს. მას მთელი მსოფლიოს არისტოკრატები აფასებენ.

როგორც აღმოჩნდა, ხიზილალა ყოველთვის ასეთი ძვირადღირებული არ ყოფილა. მე-19 საუკუნეში თევზის ზუთხისებრთა ჯიში აშშ-ში იმდენად გავრცელებული იყო, რომ ხიზილალის ანგარიშები არსებობდა, სადაც მას უფასოდ სთავაზობდნენ, მაგალითად, როგორც ბარში - ნიგოზს. ევროპაში მეთევზეები საკუთარ ღორებს აჭმევდნენ კვერცხებს ან საერთოდაც სანაპიროზე ტოვებდნენ გასაფუჭებლად.

რა შეიცვალა შემდეგ? რატომ გახდა ხიზილალა ასეთი ძვირადღირებული?

ნამდვილი შამპანურის მსგავსად, ხიზილალა ყველგან არ იშოვება. ნამდვილი ხიზილალა რომ მივიღოთ, კვერცხები ზუთხისებრთა ჯიშის თევზებს უნდა ეკუთვნოდეს. მსოფლიოში მათი 27 ჯიშია ამერიკაში, ევროპასა და აზიაში, მაგრამ ეს ალბათ, დიდხანს ვერ გასტანს.

ექსპერტის, არნი ლუდვიგის თქმით, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, ვინაიდან ადამიანებისგან ხიზილალაზე მოთხოვნა ზედმეტად დიდია, შედეგად კი თევზების საცხოვრისები ნადგურდება.

2010 წელს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა ზუთხისებრთა 18 ჯიში საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების წითელ სიაში შეიყვანა, რითაც ზუთხისებრთა ჯიში მსოფლიოში გადაშენების პირას მყოფი სახეობებში პირველი გახდა.

თუმცა ერთი მხრივ, ამან შესაძლოა, ზუთხისებრთა გადარჩენას შეუწყოს ხელი და სახეობის რაოდენობა აღარ შემცირდეს. მაგალითად, აშშ-ს ზოგიერთ შტატში აკრძალულია საფრთხის ქვეშ მყოფ ზუთხისებრთა ჯიშებზე თევზაობა ან მათი კვერცხების იმპორტი. მეორე მხრივ, რაც უფრო იშვიათი გახდება ხიზილალა, მით უფრო მეტად ვეღარ დაგვაკმაყოფილებს.

არსებობს ეკონომიკური თეორია, რომლითაც ამის ახსნა შეიძლება (rarity value thesis / scarcity value). თეორიის მიხედვით, რაც უფრო იშვიათია პროდუქტი, მით უფრო იზრდება მისი ფასი, მიუხედავად იმისა, რომ თავად პროდუქტი არ შეცვლილა. განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს