სოსო რობაქიძე - კიდევ ერთი მტკიცებულება დაიდება ისეთი ადამიანისგან, ვისგანაც არ ელოდებიან, მაშინდელი თანამდებობის პირისგან

სოსო რობაქიძე - კიდევ ერთი მტკიცებულება დაიდება ისეთი ადამიანისგან, ვისგანაც არ ელოდებიან, მაშინდელი თანამდებობის პირისგან

კიდევ ერთი ამ დონის მტკიცებულება დაიდება ისეთი ადამიანისგან, ვისგანაც არ ელოდებიან, მაშინდელი თანამდებობის პირისგან, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" გარდაცვლილ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს "პალიტრანიუსის" ეთერში გასული ინტერვიუ საკმარისია იმისთვის, რომ დონაძეს და საქმეში ბრალდებული სხვა პირების მიმართ დაუყოვნებლივი გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს.

"დონაძეს და მიქაძეს დღესაც გამოძიება და მოსამართლე შეჰყავთ შეცდომაში. რამდენჯერ უნდა ჩაიდიონონ ეს დანაშაული?! 85 ადამიანი ადებთ ხელს, დღეს ბაქრაძემაც გააკეთა განცხადება, მანამდე კი მიქაძის მიღებულმა ხალხმა დაადო ხელი, რომ იქ იარაღი არ მინახიაო. ესენი არიან გამყალბებლები და ბევრ რამეზე აქვთ ხელი მოწერილი, ამათმა თავისუფლება არ უნდა ნახონ. არაფრის გამო მომიკლეს შვილი", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.

ნახეთ ვიდეო

ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "დღის თემაში" დანაშაული აღიარა და საქმეზე ბრალდებულები, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მიქაძე შანტაჟში დაადანაშაულა. მან აღიარა, რომ 2004 წელს რობაქიძის მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე იარაღები მიიტანა. მისი თქმით, იარაღები შემთხვევის ადგილზე მიქაძემ მიიტანა. ასევე, ბაქრაძე ამბობს, რომ რეალობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ იარაღები შემთხვევის ადგილზე არ არის, გურამ დონაძესთან ინახება.

ასევე წაკითხეთ: გურამ დონაძის კომენტარი რობაქიძის საქმეში ბრალდებული ზაზა ბაქრაძის აღიარების შემდეგ და პასუხი ბრალდებაზე

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს