"ბოსების ბოსის" საქმის დეტალები - როგორი იქნება ქალის გამო შარში გახვეული კალაშოვის საბოლოო ვერდიქტი?!

"ბოსების ბოსის" საქმის დეტალები - როგორი იქნება ქალის გამო შარში გახვეული კალაშოვის საბოლოო ვერდიქტი?!

"- ქურდად მიიჩნევთ თავს?

- მე არა, ასე მიმიჩნევენ.

- მაგრამ კრიმინალური სამყარო თქვენ "კანონიერ ქურდად" მოგიხსენიებთ.

- კი, ასე მიწოდებენ. მე არ ვარ მომხრე მოპარვის, მე წართმევის მომხრე ვარ".

ზაქარია (შქარო)კალაშოვის დაკითხვის ოქმიდან. 2016 წლის 11 ივლისი

მოსკოვში, ცნობილ "კანონიერ ქურდთან" შაქრო კალაშოვთან დაკავშირებული, გახმაურებული საქმის სასამართლო განხილვა ფინიშისკენ მიდის. ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე რუსეთის პროკურატურამ სასამართლოს მიმართა კალაშოვს, იგივე "შაქრო მალადოის" გამოძალვის საქმეზე, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს და ასევე ჯარიმის სახით 700 000 რუბლის გადახდა დაეკისროს.

კალაშოვი რესტორან Elements-ის მფლობელ ჟანა კიმისგან 8 მილიონი რუბლის გამოძალვისა და ბიზნესმენ ლევ გარამოვისგან 10 მილიონი რუბლის გამოძალვის ფაქტზე 2016 წლის 13 ივლისს დააკავეს.

გამოძალვის საქმეზე სულ 14 ადამიანია ბრალდებული, საიდანაც ორს სიკვდილის შემდეგ წარუდგინეს ბრალი. სხვა თორმეტი წევრისთვის ბრალდების მხარემ 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ არც ერთი ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

როგორც გამოცემა "პრაიმ კრაიმი" წერს, სასამართლო პროცესის დროს, შაქრო კალაშოვმა განაცხადა, რომ ის არ აღიარებს დანაშაულს და არც ჩვენება მიუცია. ანდრეი კოჩუიკოვი, ერთ - ერთი დაკავებული კი ამბობდა, რომ ის ფულს საერთოდ არ სთხოვდა დაზარალებულ ჟანა კიმს და რესტორანში დიზაინერი ქალბატონის მისიკოვას დარეკვის შემდეგ მივიდა, რათა ვითარება განემუხტა და ის, უბრალოდ, მის მეგობარ ქალს იცავდა, თუმცა ედუარდ ბუდანცევმა ყველაფერი გააფუჭა, მან ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 14 დეკემბერს რესტორან Elements- თან დაპირისპირებისას, ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. გავრცელებული ვერსიით, დაპირისპირების მიზეზი რესტორნის მეპატრონე ჟანა კიმი და დიზაინერი ფატიმა მისიკოვა გახლდათ - ჟანა უკმაყოფილო იყო მისიკოვას მუშაობით და უარი განაცხადა მისთვის ფული გადაეხადა.

ანდრეი კოჩუიკოვი, იგივე იტალიელი გამოძიების მტკიცებით, რესტორანში შაქრო კალაშოვის ხალხი მივიდა, მათ შორის იყო ანდრეი კოჩუიკოვი, იგივე "იტალიელი". ჟანამ დიზაინერს სთხოვა მოსკოვში მისი რესტორნის და კიდევ ერთი ბარის დიზაინზე ეზრუნა.  განაგრძეთ კითხვა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს