ქართველმა მეთევზეებმა ჩაქვში "ზღვის ეშმაკი" იპოვეს

ქართველმა მეთევზეებმა ჩაქვში "ზღვის ეშმაკი" იპოვეს

ჩაქვის აკვატორიაში ქართველმა მეთევზეებმა თევზის უნიკალური სახეობა მოიპოვეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა სახეობის შესწავლა განახორციელეს და დაადგინეს, რომ თევზის აღნიშნული სახეობა მიეკუთვნება "ზღვის ეშმაკს" – (Lophius piscatorius) რომელიც, მსოფლიო ოკეანის სიღრმისეული ფენების ბინადარია.

„შავ ზღვაში თევზის ეს სახეობა იშვიათია, საქართველოში ხმელთაშუა ზღვის აუზიდან აღწევს, გამომდინარე იქიდან, რომ შავი ზღვის სიღრმისეული ფენები 130 მეტრი სიღრმის ქვევით გოგირდწყალბადით არის გაჯერებული მისი საქართველოში მოპოვება მაღალი სამეცნიერო ფაქტია. „ზღვის ეშმაკის“ მოპოვების პირველი შემთხვევა 1955 წლით თარიღდება, ამ დროს ბათუმის მახლობლად მოპოვებული სახეობის ფიტული დღეს აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.

მოგვიანებით „ზღვის ეშმაკის“ ერთი სახეობა მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა 2008 წელს ფოთის აკვატორიაში მოიპოვეს და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცეს. აღნიშნული შემთხვევა თევზის სახეობის მოპოვების მესამე ფაქტია.მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები შავი ზღვის მონიტორინგს და სამეცნიერო კვლევებს აგრძელებენ“, - აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. 

ატენის ხეობის გარდა, ხანძრის კიდევ ერთი კერა რკონის ხეობაში გაჩნდა - საგანგებოს უფროსის  კომენტარი

განახლებული ცნობები ატენის ხეობაში ხანძრის შესახებ  - მიმდინარეობს დამატებითი ტექნიკის მობილიზება

10 ადგილი საქართველოში, სადაც მეხანძრეები ტყის ხანძრს ამ დრომდე ებრძვიან