10 ყველაზე სტაბილური ვალუტა მსოფლიოში

10 ყველაზე სტაბილური ვალუტა მსოფლიოში

ბოლო წლებში დევალვაცია მსოფლიოს მრავალმა ვალუტამ განიცადა, მათ შორის, ქართულმა ლარმა. მაგრამ მსოფლიოში ისეთი ვალუტებიც არსებობს, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად, სტაბილურობას ინარჩუნებენ. როგორც ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია ამბობს, ნებისმიერი ვალუტის სტაბილურობის საზომი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და აღიარებული ვალუტა - აშშ-ის დოლარია. ირაკლი მაკალათია მსოფლიოს 10 ყველაზე მყარი ვალუტის შესახებ გვიამბობს: 

ქუვეითური დინარი 

ქუვეითი პატარა ქვეყანაა, მაგრამ უმდიდრესი რესურსები აქვს. ამ ქვეყნის ეროვნულ ვალუტას მსოფლიოში ქუვეითური დინარის სახელით იცნობენ. 1 ქუვეითური დინარი 3,28 აშშ-ის დოლარი ღირს. ეს ფიქსირებული ვალუტაა და უკვე წლებია, რაც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მყარ ვალუტად ჩამოყალიბდა. ქუვეითური დინარის სტაბილურობას ამ ქვეყნის მდიდარი ეკონომიკა განაპირობებს, ამ ეკონომიკის საფუძველს კი, ნავთობის საბადოები წარმოადგენს.

ბაჰრეინის დინარი 

მსოფლიოს ყველაზე მყარ ვალუტებს შორის ბაჰრეინის დინარიც უნდა დავასახელოთ. ბაჰრეინის სახელმწიფო სპარსეთის ყურეში მდებარეობს. ეს ძალიან პატარა ქვეყანაა, სადაც 1 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ამ ქვეყნის ეკონომიკაც ნავთობის ექსპორტს ეფუძნება. აღსანიშნავია, რომ ბაჰრეინის ეროვნული ვალუტა 14 წელია ერთ ნიშნულზე დგას: 1 ბაჰრეინის დინარი = 2,65 აშშ დოლარს.

ომანის რიალი 

ყველაზე მყარი ვალუტების სიაში მესამე ადგილზე ომანის რიალია: 1 ომანის რიალი = 2,59 აშშ დოლარს. ომანი განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რაც მისი გეოგრაფიული მდებარეობის დამსახურებაცაა. ვალუტის სტაბილურობას ქვეყნის მდიდარი ბუნებრივი რესურსები განსაზღვრავს. ეს ქვეყანა მდიდარია ნავთობით, ბუნებრივი აირითა და სპილენძის მადნით. განაგრძეთ კითხვა

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ