"უცხოს გამო ის ქვემოთ არ ჩავიდოდა... სახლიდან გაიპარა" - მოკლული გოგონას ახლობლები დაკითხვაზე იმყოფებიან

"უცხოს გამო ის ქვემოთ არ ჩავიდოდა... სახლიდან გაიპარა" - მოკლული გოგონას ახლობლები დაკითხვაზე იმყოფებიან

21 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე, თემქის პოლიციაში სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს გარდაცვლილის მეგობარი გოგონა. დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან გოგონას ოჯახის წევრები და რამდენიმე ახლობელიც. ასევე იკითხებიან გარდაცვლილის შეყვარებული და მისი რამდენიმე მეგობარი.

ტრაგედიის ვერსიებზე ისაუბრა ანა ნაცვლიშვილის მეგობარი გოგონას დედამ, რომელიც თემქის განყოფილებაში დაკითხვაზე მყოფ შვილს ელოდებოდა.

როგორც ქალმა განაცხადა, გარდაცვლილს და მის შეყვარებულს ეჭვიანობის ნიადაგზე ადრე კონფლიქტი ჰქონდათ, თუმცა "ურთიერთობა გამოასწორეს".

ამასთან, ქალბატონის განმარტებით, მისი შვილი დაკითხვაზე დღეს თბილისში სამტრედიიდან ჩამოვიდა.

"მე ვიცი, რომ დილით, დაახლოებით 05:00 საათისთვის მოხდა შემთხვევა. ანას დას დაურეკავს საერთო დაქალთან, რომელიც ჩემს შვილს და ანას ჰყავს და უთქვამს, ანა სახლში არ არის და ვეძებთო... როგორც ვიცი, შეყვარებულთან ურთიერთობა გამოასწორა. დიდი ხანია ერთად არიან, ეჭვიანობის ნიადაგზე ჩხუბობდნენ ხოლმე. ეს გოგო იმდენად კარგი ოჯახის შვილია, გამორიცხულია ვინმე უცხოსთან ჩასულიყო ღამე. ერთადერთი, ვიცი, რომ უცხოს გამო ის ქვემოთ არ ჩავიდოდა. სახლიდან გაიპარა", - განაცხადა ქალბატონმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ