"სპარტაკისა" და "ატლეტიკის" გულშემატკივრებს შორის სტადიონზე მომხდარ დაპირისპირებას პოლიციელი ემსხვერპლა

"სპარტაკისა" და "ატლეტიკის" გულშემატკივრებს შორის სტადიონზე მომხდარ დაპირისპირებას პოლიციელი ემსხვერპლა

ესპანეთის ქალაქ ბილბაოში, სტადიონზე, საფეხბურთო მატჩამდე მომხდარ შეტაკებას პოლიციელი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაპირისპირება საფეხბურთო გუნდების - მოსკოვის “სპარტაკისა” და ადგილობრივი “ატლეტიკის” გულშემატკივრებს შორის მოხდა. 

გამოცემა “ელ მუნდოს” ცნობით, პროვოცირება რუსეთის გუნდის გულშემატკივრებმა მოახდინეს. მათ მოწინააღმდეგე გუნდის მხარდამჭერებსა და სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც საბოლოოდ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

შეტაკება თამაშის დაწყებამდე მოხდა. დაშავებული პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

მომხდარის გამო აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე