თემქაზე მოკლული გოგონას საქმეში შავი BMW-ს მძღოლი ფიგურირებს, რომელთანაც მოკლულს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა - ადვოკატი საქმის დეტალებზე

თემქაზე მოკლული გოგონას საქმეში შავი BMW-ს მძღოლი ფიგურირებს, რომელთანაც მოკლულს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა - ადვოკატი საქმის დეტალებზე

ადვოკატის ინფორმაციით, თემქაზე მოკლული გოგონას საქმეში შავი BMW-ს მძღოლი ფიგურირებს, რომელთანაც მოკლულს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა. 

როგორც ნაირა ოტიაშვილმა ჟურნალისტებს, საქმეზე დაკავებული ლადო გრიგალაშვილისთვის ბრალის ოფიციალურად წაყენების შემდეგ განუცხადა, გრიგალაშვილი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. 

"საქმეში ფიგურირებს შავი BMW-ს მძღოლი, რომელსაც ამ ეტაპზე ასევე ვერ დავასახელებ და არის რაღაც სხვა ურთიერთობები. გარდაცვლილსა და BMW-ს მძღოლს შორის იყო ინტიმური ურთიერთობა. ლადოს მიერ ნამდვილად არ არის მოკლული", - განაცხადა ოტიაშვილმა.

მისივე თქმით, გამოძიებას გრიგალაშვილის მიმართ იქიდან გამომდინარე გაუჩნდა ეჭვი, რომ მოკლული მისი შეყვარებულია და გრიგალაშვილს მასთან ღამის 04:00 საათამდე სატელეფონო მიმოწერა ჰქონდა.

თემქაზე 20 წლის გოგონა გარდაცვლილი გუშინ, გამთენიისას ნახეს. გუშინვე მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი დააკავეს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს