ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებას ეხმაურება

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებას ეხმაურება

ძალიან შეშფოთებული ვარ ცხინვალში, ციხეში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვით , - ასე გამოეხმაურა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ტოივო კლაარი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს.

„ძალიან შეშფოთებული ვარ ცხინვალში, ციხეში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვით. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ცხელი ხაზი აამოქმედა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაფირების ფორმატის ფარგლებში ფაქტები დადგინდება“, - დაწერა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ტოივო კლაარმა.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი