"მთელი ღამე ვბღაოდი ხოლმე, ახლაც მეტირება და ასეთ მოსამართლეებს ნიშნავენ უვადოდ" - სულხან მოლაშვილის მამა

"მთელი ღამე ვბღაოდი ხოლმე, ახლაც მეტირება და ასეთ მოსამართლეებს ნიშნავენ უვადოდ" - სულხან მოლაშვილის მამა

მე არავითარი კითხვა არ მაქვს მოსამართლე მანუჩარ კაპანაძესთან - პირდაპირ ვდებ ბრალს, რომ ჩემი შვილი მან მოკლა, - ამის შესახებ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მან მოლაშვილის საქმის ერთ-ერთი მოსამართლის, მანუჩარ კაპანაძის უვადოდ დანიშვნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი შვილი მძიმე მდგომარეობაში არამხოლოდ კაპანაძის, არამედ სხვა ადამიანების გადაწყვეტილებების გამო ჩავარდა.

"მე პირდაპირ ბრალს ვდებ, რომ ჩემი შვილი მაგანაც მოკლა. სულხან მოლაშვილს შუბლში ტყვია არავინ ესროლა, არც ხანჯალი გაუყრიათ, მაგრამ დაწყებული პირველი დღიდან, რა დღეშიც ჩააგდეს, გვარებს ჩამოვთვლი: კაპანაძე, მეიშვილი, მურუსიძე, ვალერი გრიგალაშვილი, ბოკერია, ვინც გინდათ, იმდენი ხალხი იყო ჩემი შვილის ნელ-ნელა მოკვლაში ჩართული, რომ არ ვიცი. კითხვებს კი არ ვსვამ, პირდაპირ დანაშაულში ვამხელ ამ ხალხს. ჩემს შვილს არაფერი ეშველება აწი, მაგრამ სხვის შვილს ამისთანა რამეს რომ გაუკეთებენ, ეს ხომ სადღაც უნდა მორჩეს. გამაგებინოს იუსტიციის საბჭომ, მან ხომ ზეპირად იცის კაპანაძის მიერ ჩადენილი დანაშაული, ბოდიში თუ მოახდევინეს ან მითითება თუ მისცეს?! საზოგადოებას გააგებინონ... აქ მხოლოდ ორ მოსამართლეზე და სამ მოსამართლეზე არ არის საუბარი. რამდენი არიან ისეთები, რომლებიც არაკაცურად, უკანონდ იქცეოდნენ. ეს მარტო ჩემი შვილისთვის არა. პრესას ხომ კითხულობთ? ხომ გვესმის გარშემო რაც ხდება. საქართველო პატარა ქვეყანაა. ვის რა სტკივა, ყველაფერი ვიცით. საზიღარიო პერიოდი გამოვიარეთ. პირადად მე ცოცხალი როგორ ვარ მიკვირს, მთელი ღამე ვბღაოდი ხოლმე, ახლაც მეტირება. და ამისთანა ხალხს ნიშნავენ უვადო მისამართლეებად. ბოლოსდაბოლოს, ხელი ჩამიქნევია ყველაფერზე, თუ არ მიხედავენ მაგ საქმეს" - განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

ნახეთ ვიდეო

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს