კანადის პრემიერს მსოფლიო დასცინის

კანადის პრემიერს მსოფლიო დასცინის

კანადის პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო მედია კიდევ ერთხელ აალაპარაკა, თუმცა ამჯერად მისით მოხიბლულნი და აღტაცებულნი არ არიან, პირიქით - ტრუდოს მთელი მსოფლიო დასცინის. საქმე ეხება პრემიერის ოფიციალურ ვიზიტს ინდოეთში, რომელსაც დასავლურმა მედიამ "აბსოლუტური ფიასკო" უწოდა. ტრუდო ინდოეთს ერთკვირიანი ვიზიტით, ოჯახთან ერთად ესტუმრა.

ინდოეთის პრემიერთან ნარენდრა მოდისთან შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, ტრუდომ ვახშამზე მიიწვია სიკჰი ექსტრემისტი ჯასპალ ატვალი, რომელიც 1986 წელს ინდოელი მინისტრის მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული და ამასთან, წარსულში ტერორისტულ ჯგუფთან იყო აფილირებული. პრემიერმა ეს საკმაოდ გვიან გაარკვია და "სამწუხარო" უწოდა ფაქტს, თუმცა უკვე გვიანი იყო - ოფიციალურ მიღებამდე ატვალმა ტრუდოს მეუღლესთან, სოფიასთან მოასწრო ფოტოგრაფების წინაშე პოზირება.

ამასთან, ერთკვირიანი ვიზიტის დროს, მედიის ყურადღება მიიქცია კანადის პრემიერის ჩაცმულობამაც. ტრუდომ აქაც გადაამლაშა - ოფიციალურ შეხვედრებზე ის ტრადიციულ ინდურ სამოსში, კურტაში გამოწყობილი ცხადდებოდა. ინდოელმა ჟურნალისტებმა სტუმრად მყოფი პრემიერი სოციალურ ქსელში ბოლივუდის მსახიობსაც კი შეადარეს. "ინდოეთში ყოველდღიურად ასე არავის აცვია ბატონო, ბოლივუდშიც კი" - წერდნენ "ტვიტერზე".

მომზადებულია cnn.com-ის და smh.com.au-ს მიხედვით

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე