რა აკავშირებს სოგოიანს შაქრო კალაშოვთან და სად მიდის "კანონიერი ქურდის" მკვლელობის კვალი?

რა აკავშირებს სოგოიანს შაქრო კალაშოვთან და სად მიდის "კანონიერი ქურდის" მკვლელობის კვალი?

"კანონიერი ქურდის" დავით ალხანაშვილის, იგივე "დათო პანკისკის" თურქეთში მომხდარი მკვლელობის გამოძიება ახალ ეტაპზე გადავიდა. თურქმა სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ 2017 წლის 22 დეკემბერს მომხდარი მკვლელობის შემსრულებლები სომხეთის მოქალაქეები არიან, მკვლელობის დამკვეთად კი "ტიტულჩამორთმეულ ქურდს" ანდრონიკ სოგოიანს, იგივე "ზაპ ლენინაკანსკის" მოიაზრებენ.

როგორც სამართალდამცავები ამტკიცებენ, ის "შაქრო მალადოის" იგივე შაქრო კალაშოვის კლანის ინტერესებით მოქმედებდა. როგორც ცნობილია, კალაშოვის ახლო ნათესავი დათო ოზმანოვი, იგივე "დათო კრასნოდარსკი" 2011 წელს ტარიელ ონიანის - "ტაროს" მომხრეთა ხელით დაზარალდა. ოზმანოვი ამ დროს ბელგიაში იმყოფებოდა, მას "ქურდული სამართალი" მოუწყვეს, რადგანმას ტარიელ ონიანის "ტიტულის ჩამორთმევაზე" ხელი ჰქონდა მოწერილი. 2009 წელს 36-მა "კანონიერმა ქურდმა", მათ შორის "იაპონჩიკმა" და "დედ ჰასანმა" ხელი მოაწერეს "ტაროსთვის" ქურდული სტატუსის ჩამორთმევას. 

როგორც ცნობილია, როინ უგლავოისთან (მათევიჩი), ირაკლი ყალიჩავასთან (ხუტუ) და გია გურჩიანთან (სვანი) შეხვედრისას კალაშოვის ნათესავმა ოზმანოვმა დანით მრავლობითი დაზიანება მიიღო. როგორც ამბობენ, ამ შეხვედრას დათო "პანკისკიც" ესწრებოდა, თუმცა მას ამ შურისძიებაში მონაწილეობა არ მიუღია. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ალხანაშვილი ამ დროს "კანონიერი ქურდი" არც იყო. ის შემდეგ წელს დუბაიში "მონათლეს". ამ შეხვედრაზე ოზმანოვი სასწაულებრივად გადარჩა, ის დიდი ხანი ცდილობდა ჭრილობები მოეშუშებინა. შემთხვევაში მონაწილეებს კი დაუსწრებლად გამოუტანეს "სასიკვდილო ვერდიქტი". ოზმანოვის საქციელი უკვირდათ კიდეც, რადგან ის აქამდე არ ცდილობდა მისი "პოტენციური მკვლელებისთვის" სამაგიერო გადაეხადა, თუმცა ადვილად შეეძლო მათი ადგილსამყოფელისა და სხვა ინფორმაციის დადგენა.

თუ თურქი სამართალდამცავების ვერსია სიმართლეა, მაშინ ანდრონიკ სოგოიანმა, იგივე "ზაპმა" გადაწყვიტა, რომ თავისი ქმედებით "კალაშოვის" კლანის კეთილგანწყობა მოეპოვებინა და ონიანს, ჯანგველაძეს და მათ მომხრეებს საბოლოოდ დაპირისპირებოდა, რომელთა გამოც სოგოიანმა "ქურდის სტატუსი" დაკარგა.  განაგრძეთ კითხვა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს