როგორი იქნება მიმდინარე კვირა, რა ტენდენციებს მოგვიტანს ის? ამ საკითხთან დაკავირებით ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ ეს 7 დღე ძალზე პროდუქტიული იქნება, საკმაოდ ბევრი საკითხის მოგვარებას შევძლებთ პირადშიც და საქმიან თემებშიც. ამას ხელს იუპიტერს - პლუტონს და ვენერა/ მერკურის შეერთებებს შორის წარმოქმნილი ბისექსტილი შეუწყობს. მშვენიერი დროა უცხოელ პარტნიორებთან ბიზნეს-საკითხებზე მოსალაპარაკებლად, პროექტების განსახილველად, საჯარო გამოსვლებისთვის, პრეს-კონფერენციების გასამართავად. ძალიან კარგი პერიოდია ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად, შესაძლოა ამ კვირაში ძალზე მნიშვნელოვანი და ხელსაყრელი ნაცნობობა გამოგიჩნდეთ, რომელთანაც ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება გახდება შესაძლებელი. ასევე სრულიად არაა გამორიცხული ახალ რომანტიული ურთიერთობასაც ამ პერიოდში ჩაეყაროს საფუძველი. მცირე ნეგატიური გავლენებიც ახლავს ამ კვირას".