რობაქიძის საქმე: რას ვერ იხსენებს ირაკლი ოქრუაშვილი და რას პასუხობს მას მოკლულის მამა

რობაქიძის საქმე: რას ვერ იხსენებს ირაკლი ოქრუაშვილი და რას პასუხობს მას მოკლულის მამა

ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი იკითხება. როგორც ოქრუაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, მომხდარიდან ათზე მეტი წელია გასული და საქმეზე დეტალების გახსენება უჭირს.

"გამოძიების დროსაც დავაფიქსირე, რომ ბევრი დროა გასული და დეტალებს ვერ ვიხსენებ. არ მახსოვს, ვისგან შევიტყვე მომხდარი. ამ საქმეზე მუდმივად ხდებოდა ინფორმაციების გასვლა პრესაში და ჩემი შეხედულებები ჩამომიყალიბდა. ამ თემის განხილვა რა დონეზე მოხდა სამინისტროში, არ ვიცი. ჩემთან არ მომხდარა”, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

მანვე გადაცემა „პატრულის“ შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გურამ დონაძესთან საპატრულოს შექმნის პირველ ეტაპზე ჰქონდა შეხება.

”მაშინ ცხინვალის კონფლიქტი იყო და იქ მიწევდა მუშაობა. საპატრულო პოლიციის პოპულარიზაციისთვის მიწევდა ყურადღების მოქცევა. გადაცემა „პატრულის“ მიზანი იყო პოლიციის პოპულარიზაცია”, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

მოკლულის მამას, სოსო რობაქიძეს ოქრუაშვილის დაკითხვის პარალელურად რეპლიკების წამოძახების გამო სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს. რობაქიძის გაღიზიანება დაცვის მხარის იმ კითხვას მოჰყვა, რომელიც შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეომასალას ეხებოდა. კერძოდ, დაცვის მხარემ, ერთ-ერთი მოწმის ქეთი ხოსიტაშვილის ჩვენების საფუძველზე ოქრუაშვილს ჰკითხა, დაუკავშირდა თუ არა ის შსს-ს პრესსამსახურის მაშინდელ ხელმძღვანელს გურამ დონაძეს და სთხოვა ფირის ჩვენება.

„სჯობს სიმართლე თქვა ირაკლი. რად უნდა დადასტურება, ხოსიტაშვილის ნათქვამს. ეს ფაქტია. რანაირად გაუვარდა სამართალდამცველებს ტყვია? ორი ტყვია გაუვარდა?“ - აღნიშნა რობაქიძემ, რის შემდეგაც მას დარბაზი დაატოვებინეს, ოქრუაშვილმა კი განაცხადა, რომ დონაძესთან ფირის ჩვენებასთან დაკავშირებით კომუნიკაცია არ ჰქონია.

დაკითხვისას ოქრუაშვილმა საქმის რეზონანსულობაზეც ისაუბრა. „ამ ფაქტს ის რეზონანსი, რომელიც დღეს აქვს, ჩემი მინისტრობის პერიოდში არ ჰქონდა“, - აღნიშნა შს ყოფილმა მინისტრმა, რასაც ასევე რობაქიძის ოჯახის წევრების რეპლიკები მოჰყვა.

„გაარკვიეთ ვინ ჩადო იარაღი! და ის გვითხარი საბოლოოდ ვისი მინისტრი იყავი შსს-ს თუ თავდაცვის?“ - აღნიშნეს გარდაცვლილის მშობლებმა. ამის პასუხად ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ იარაღის ჩადებაზე საუბარი, მან მხოლოდ საინფორმაციო საშუალებებიდან შეიტყო.

დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ოქრუაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მას მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ პრესის საშუალებით მიეწოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც მომხდარის შესახებ ვიდეომასალა ნახა, 10 დღეში შს მინისტრის თანამდებობა დატოვა და თავდაცვის უწყებაში გადაინაცვლა.

„ჩემი მინისტრობის პერიოდში მოხდა დანაშაული, მაგრამ 2004 წლის ზაფხულში მე ხელი მოვაწერე შსს-ში 40 ათასამდე ადამიანის დანიშვნას. ეს არ ნიშნავს, რომ 40 ათასივეს საქციელზე პასუხს ვაგებდი. ბებიაჩემის ქელეხში 500 ადამიანი იჯდა, მაგრამ ის ადამიანები რას აკეთებდნენ იქ, მე თითოეულ მათგანზე პასუხს ვერ ვაგებ. მით უმეტეს, რომ თუ დანაშაული მოხდა, პროკურატურის ქვემდებარე იყო საქმე თავიდანვე და მას უნდა გაემოეძიებინა“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს