"ახლა რომ იარაღი მქონდეს, პირდაპირ გესროდი" - სოსო რობაქიძე ირაკლი ოქრუაშვილს

"ახლა რომ იარაღი მქონდეს, პირდაპირ გესროდი" - სოსო რობაქიძე ირაკლი ოქრუაშვილს

ახლა რომ მქონდეს იარაღი, პირდაპირ გესროდი, - ასე მიმართა ამირან (ბუტა) რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ შს ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლოში ოქრუაშვილის დაკითხვა დასრულდა.

დაკითხვის შემდეგ ოქრუაშვილსა და რობაქიძეს შორის სასამართლოს ეზოში სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

„როგორც თქვენ თქვით, ოპოზიციაში იმიტომ გადადიოდით, რომ გახშირდა კაცთა კვლა პარტიაშიო. რაღაც არ მოგწონდათ აშკარად. თქვენ შესაძლოა შინაგან საქმეთა მინისტრობიდან მალე გადახვედით თავდაცვის სამინისტროში, მაგრამ შენ და მიხეილ სააკაშვილი ერთი გუნდი იყავით. პატრულის სახის შენარჩუნებაზე „იჩალიჩეთ“ ყველამ. ნახევარი თქვენს ხელში არის დანიშნული, რამდენი ადამიანი უნდა მოკლან? იმდენი ადამიანი გააუბედურეს, შენც მოსაკლავი იქნები. მე ერთ რაღაცას გეკითხები: იარაღი ჩადებული იყო თუ არა?“, - მიმართა სოსო რობაქიძემ ირაკლი ოქრუაშვილს.

ოქრუაშვილმა რობაქიძის შეკითხვას შემდეგნაირად უპასუხა:

„სოსო, შვილი დაგეღუპა. შენ კონკრეტული ადამიანი იცი, ვის გამოც შვილი დაგეღუპა, მოგცემ იარაღს და მოსთხოვე პასუხი“, - უპასუხა ირაკლი ოქრუაშვილმა რობაქიძეს.

ამის შემდეგ რობაქიძემ ირაკლი ოქრუაშვილს მიმართა რეპლიკით: „შენ ვერც ოპოზიციაში იქნები და ვერც მთავრობაში, სანამ მე ცოცხალი ვარ. ახლა რომ მქონდეს იარაღი, პირდაპირ გესროდი“, - განაცხადა რობაქიძემ.

წაიკითხეთ: რობაქიძის საქმე - რას ვერ იხსენებს ირაკლი ოქრუაშვილი და რას პასუხობს მას მოკლულის მამა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს