სოსო რობაქიძე აქამდე უცნობ დოკუმენტებს ასაჯაროებს - რა წერია მოწმის წერილში, რომელიც საქმეში ვერ მოხვდა

სოსო რობაქიძე აქამდე უცნობ დოკუმენტებს ასაჯაროებს - რა წერია მოწმის წერილში, რომელიც საქმეში ვერ მოხვდა

მოკლული ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" წერილი გაასაჯაროვა, რომელიც მისი შვილის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ მოწმეს, შსს-ს პრესსამსახურის ყოფილ თანამშრომელს ქეთი ხოსიტაშილს ეკუთვნის. როგორც რობაქიძე განმარტავს, წერილში ნათქვამია, რომ იმჟამინდელმა შს მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გურამ დონაძეს სპეცოპერაციის შესახებ ფირის დამონტაჟება თავად სთხოვა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული წერილი ხოსიტაშვილმა 2012 წელს პროკურატურაში თავად მიიტანა, თუმცა საქმეში წერილი არ დევს.

"წამოგიღეთ დოკუმენტი, რომელიც არც ერთი ტელევიზიისთვის არ მიმიცია. ეს არის ქეთი ხოსიტაშვილის ხელნაწერი. წაიღონ ექსპერტიზაზე და ნახონ რას წერს... ეს ადამიანი წერს, თუ როგორ დაურეკა ირაკლი ოქრუაშვილმა დონაძეს სტუდიაში, ამის შემდეგ დონაძე შემობრუნდა და ხოსიტაშილს უთხრა, მომეცი კასეტაო, სადაც 2004 წლის ნოემბერში მომხდარი ამბავი იყო გადაღებული. როგორც კი დონაძე მინისტრისგან ჩამოვიდა, დაგვითხოვა ყველა, ვინც პრესცენტრში ვმუშაობდით, შევიდა ოთახში და დაიწყო მონტაჟიო..." - აცხადებს რობაქიძე.

იხილეთ ვიდეო

სასამართლომ ბუტა რობაქიძის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გუშინ დაკითხა. როგორც ოქრუაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, მომხდარიდან ათზე მეტი წელია გასული და საქმეზე დეტალების გახსენება უჭირს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს