შსს-ს ინფორმაცია გიორგი გახარიასა და არჩილ ტეტუნაშვილის მამის შეხვედრასთან დაკავშირებით

შსს-ს ინფორმაცია გიორგი გახარიასა და არჩილ ტეტუნაშვილის მამის შეხვედრასთან დაკავშირებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია არჩილ ტატუნაშვილის მამას მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნიაში შეხვდა, - აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გიორგი გახარიამ მომხდარის გამო ღრმა მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვა და ოჯახს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ტატუნაშვილის ოჯახს დეტალურად გააცნო ის ღონისძიებები, რასაც საქართველოს ხელისუფლება გარდაცვლილის ცხედრის გადმოსვენებისთვის ამ დრომდე ახორციელებს.

გიორგი გახარიამ ასევე დასძინა, რომ ეს ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და საქართველოს ხელისუფლება ყველა შესაძლო ღონისძიებებს ატარებს, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი უმოკლეს ვადაში იყოს გადმოსვენებული.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს