სავაჭრო ცენტრ "ქალაქის გულში" ხანძრს ამ დრომდე აქრობენ -  ტერიტორიაზე დაკვამლიანებაა

სავაჭრო ცენტრ "ქალაქის გულში" ხანძრს ამ დრომდე აქრობენ -  ტერიტორიაზე დაკვამლიანებაა

თევდორე მღვდლის ქუჩაზე სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მეხანძრე-მაშველები შენობის მესამე სართულზე ცეცხლის ცალკეულ კერებს აქრობენ. ტერიტორიაზე არის დაკვამლიანება და ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ერთეული სახანძრო სამაშველო ჯგუფი. ტერიტორია გადაკეტილია საპატრულო პოლიციის მიერ და მეხანძრე-მაშველების გარდა იქ შესვლის საშუალება არავის ეძლევა. ადგილზე იმყოფებიან სავაჭრო ობიექტში მომუშავე პირებიც. მათი თქმით, ამ დრომდე არ ეძლევათ საკუთარ ობიექტებზე შესვლის და ტერიტორიის დათვალიერების საშუალება. მათ ვერსიებზე საუბარი უჭირთ. 

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო