გერმანიაში საქართველოს მოქალაქეს, რომელიც თავშესაფრის მაძიებელთა ბანაკში ცხოვრობდა, ქურდობისთვის პატიმრობა მიესაჯა

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეს, რომელიც თავშესაფრის მაძიებელთა ბანაკში ცხოვრობდა, ქურდობისთვის პატიმრობა მიესაჯა

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეს, რომელიც თავშესაფრის მაძიებელთა ბანაკში ცხოვრობდა, ქურდობისთვის 2 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მამაკაცი ქალაქ ფრაიბერგში, თავშესაფრის მაძიებელთა ბანაკში ცხოვრობდა, ხოლო დანაშაულს დრეზდენში ჩადიოდა. გამოძიება საქართველოს მოქალაქეს 2016 წლის მაისიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ქურდობის 16 ეპიზოდს ედავებოდა. მამაკაცი დანაშაულს ძირითადად სუპერმარკეტებსა და აფთიაქებში ჩადიოდა, საიდანაც შოკოლადს, ბავშვთა საკვებს, კოსმეტიკას, კბილის ელექტრონულ ჯაგრისებს, შამპუნებს, საპარსებს, კრემებს და სუნამოებს იპარავდა. დაკავებისას მას 2000 ევროს ღირებულების ნაქურდალი საქონელი აღმოუჩინეს.

საქართველოს მოქალაქის ადვოკატის განცხადებით, ნაქურდალ ნივთებს ის ჰეროინზე ცვლიდა, ვინაიდან ნარკოტიკების მიღება მას ომში მიღებული ჭრილობებით გამოწვეული ტკივილის გასაყუჩებლად სჭირდებოდა. საქართველოში ყოფნისას, ის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და სამხედრო სამსახური ავღანეთშიც გაიარა, სადაც ნაღმის აფეთქებისას ზურგისა და კიდურების სერიოზული ტრავმები მიიღო. საქართველოში მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა უშედეგოდ. ის თურქეთისა და ბელგიის გავლით გერმანიაში სამედიცინო დახმარების მისაღებად ჩავიდა, რისთვისაც მან თავშესაფარი მოითხოვა. სასჯელის მოხდის შემდეგ საქართველოს მოქალაქეს დეპორტაცია ელის.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს