პოლონეთში უკრაინის 7, საქართველოს 5 და მოლდოვას ერთი მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში უკრაინის 7, საქართველოს 5 და მოლდოვას ერთი მოქალაქე დააკავეს

უკრაინის შვიდი, საქართველოს ხუთი და მოლდოვის ერთი მოქალაქე პოლონელ პოლიციელებზე ქალაქ ზგეჟში 23 თებერვალს ღამით მომხდარი თავდასხმის გამო დააკავეს. ამის შესახებ newsone.ua მედიასაშუალება "tvn24"-ზე დაყრდნობით იუწყება.

ინციდენტის დროს, ხუთი უცხოელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, ფეხებში დაიჭრა, ხოლო პოლიციელებზე თავდასხმის გამო, რვა მათგანს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ცნობილი გახდა, რომ ორმა პოლიციელმა მამაკაცები შეამჩნიეს, რომლებიც ალკოჰოლს იღებდნენ და აგრესიულად იქცეოდნენ. სამართალდამცველებმა მათ საბუთების წარმოდგენა მოსთხოვეს, რის შემდეგაც, აღნიშნულ პირთა ჯგუფი ერთ-ერთ მათგანს თავს დაესხა, წააქცია და ცემა დაუწყო. მეორე პოლიციელმა ჰაერში გაისროლა, რის შედეგადაც თავდამსხმელები დროებით გაჩერდნენ. შემდეგ კი, მათ პოლიციელის მიმართ ქვების სროლა დაიწყეს და წაქცეული პოლიციელის ცემა განაგრძეს. შედეგად, პოლიციელი იძულებული გახდა, მათთვის ფეხებში ესროლა, რის გამოც ხუთი მათგანი დაიჭრა.

მომხდარის ყველა მონაწილე პირი დაკავებულია - სულ 13 ადამიანი. არაოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცების ასაკი 25-დან 40 წლამდეა. ისინი იმ დროისთვის უკვე ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ პოლონეთში სამუშაოდ.რვა მათგანს სამართალდამცველზე თავდასხმისთვის ბრალი უკვე წარედგინა და 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მათგან შვიდი დაკავებულია, ერთი კი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

არც ერთი დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე