კიევის პოლიცია - სააკაშვილის მომხრეებთან შეხლა-შემოხლაში 14 სამართალდამცველი დაშავდა

კიევის პოლიცია - სააკაშვილის მომხრეებთან შეხლა-შემოხლაში 14 სამართალდამცველი დაშავდა

კიევში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მომხრეებთან შეხლა-შემოხლაში 14 სამართალდამცველი დაშავდა,- ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის კიევის სამმართველოს პრესსამსახური იუწყება.

„ამჟამად დადგენილია, რომ პარლამენტთან მომხდარი მოვლენების შედეგად 14 პოლიციელი დაშავდა. მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

გუშინ უკრაინის პარლამენტის შენობასთან სამართალდამცველებსა და სააკაშვილის პარტიის, „ახალი ძალების“ მოძრაობის მიერ ორგანიზებული „კარვების ქალაქის“ მომიტინგეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე