მოსამართლე, რომელმაც 2018 წელს ათასობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა იყიდა

მოსამართლე, რომელმაც 2018 წელს ათასობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა იყიდა

საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობაზე გასული წლის განმავლობაში 120 984 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო. 2018 წლის 21 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე ფლობს 18 კვ. მეტრი ფართობისა და 12 კვ. მეტრი ფართობის ავტოფარეხებს თბილისში; 75,1 კვ.მეტრის, 111,85 კვადრატული მეტრისა და 40,66 კვ. მეტრი ფართობის 3 ბინას დედაქალაქში; 90 კვ.მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლსა და 5 177 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოჩხათში.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში "თი-ბი-სი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე - 803.07 ლარი; მიმდინარეზე - 20 000,24 ლარი; ანაბარზე კი - 0.18 დოლარი და 0,04 ლარი ჰქონდა.

ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, კვერენჩხილაძემ 2018 წელს 3 254 დოლარად 2 005 Ripple (XRP) და 1 716 დოლარად 10 Litecoin (LTC) შეიძინა. განაგრძეთ კითხვა

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო