უკრაინელი დეპუტატი - რადასთან ერთ-ერთ კარავში ნაპოვნია მიხეილ სააკაშვილის ტახტი

უკრაინელი დეპუტატი - რადასთან ერთ-ერთ კარავში ნაპოვნია მიხეილ სააკაშვილის ტახტი

უკრაინის პარლამენტის შენობასთან გაშლილი "კარვების ქალაქის" დემონტაჟის დროს სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის "სამეფო ტახტი" აღმოაჩინეს. ამის შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე უკრაინელმა დეპუტატმა, შსს-ს კოლეგიის წევრმა ანტონ გერაშჩენკომ დაწერა.

"უკრაინის პარლამენტთან ერთ-ერთ კარავში ნაპოვნია მიხეილ სააკაშვილის ტახტი, რომელიც ტელესერიალ "სამეფო კარის თამაშებში" გამოყენებული ტახტის მიბაძვით არის შექმნილი", - წერს დეპუტატი და ამის ამსახველ ფოტოს ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ "კარვების ქალაქის" დაშლა დაიწყო, რასაც მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოყვა.

იხილეთ ვიდეო: ერთ-ერთ კარავში ნაპოვნია სააკაშვილის ტახტი, რომელიც "სამეფო კარის თამაშების" ტახტის მიბაძვითაა შექმნილი - უკრაინელი დეპუტატი

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე