"დიდი გამყინვარება" ევროპაში – გაყინული არხები ამსტერდამში და თოვლით დაფარული ვენეცია

"დიდი გამყინვარება" ევროპაში – გაყინული არხები ამსტერდამში და თოვლით დაფარული ვენეცია

ევროპას ძლიერი სიცივე უტევს. გაზაფხულის პირველ დღეებს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში დაბალი ტემპერატურა და თოვლი მოჰყვა. მხოლოდ პოლონეთში დაბალი ტემპერატურის გამო 23 ადამიანი დაიღუპა. საინფორმაციო სააგენტო AFP იტყობინება, რომ ევროპის კონტინენტზე მსხვერპლის რაოდენობამ 60–ს გადააჭარბა, რის გამოც ზოგიერთ ქვეყანში დამატებით იხსნება თავშესაფრები ქუჩაში მცხოვრები ადამიანებისთვის.

ძლიერმა სიცივემ და თოვლის შტორმმა პრობლემები შექმნა ავიაციაშიც. ლონდონის ჰითროუს აეროპორტში ბოლო რამდენიმე დღეში ასობით ფრენა გადაიდო. მილანში 60 000–მდე სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ვენეციის წყლიანი არხები თოვლმა დაფარა ამსტერდამში კი არხები ისე გაიყინა, რომ ადგილობრივებმა ციგურებით სრიალში შეჯიბრიც კი გამართეს არხში.

ფოტოებზე: შვეიცარია, ვენეცია, ამსტერდამი

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე