"არ ვარ არც მონასტერში და არც საავადმყოფოში..." - მაია ასათიანი ახალ განცხადებას ავრცელებს

"არ ვარ არც მონასტერში და არც საავადმყოფოში..." - მაია ასათიანი ახალ განცხადებას ავრცელებს

უკვე ორი კვირაა მაია ასათიანის "პროფილი" ეთერში არ გასულა. გადაცემის შეწყვეტის მიზეზი, ტელეწამყვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. ახლახან, გადაცემა "პროფილის" ფეისბუქის გვერდზე მაია ასათიანის პოსტი გავრცელდა, რომელიც საზოგადოებასა და მაყურებელს გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის:

"უდიდეს სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ, უამრავი წერილი მომდის და თუ რამე მაძლიერებს, თქვენი თანადგომაა! მეგობრებო არ ვარ არც მონასტერში და არც საავადმყოფოში. ჩემი ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებული ჭორები საშინლად მთრგუნავს.

უმძიმესი ერთი წელი მქონდა. ერთადერთი 18 წლის ქალიშვილი უეცრად გარდამეცვალა, 23 თებერვალს წლისთავი იყო... ცოტა ხნით შრომისუუნარო გავხდი. ახლა ძალებს ვიბრუნებ, რომ ჩემს საქმეს დავუბრუნდე. ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვისაც ესმის ჩემი გლოვაც და სიცოცხლეში დაბრუნებაც!" - წერს ტელეწამყვანი.

"ნუ მალავთ ტემპერატურას, ნუ დადიხართ ავადმყოფები ჯანმრთელებად შენიღბულები" - რას წერს ცნობილი პედიატრი

მეუფე ნიკოლოზს ტექნიკის ერთ-ერთი მაღაზია iPhone 12 Pro-ს ჩუქნის - "ვთვლით, რომ ბოლო მოდელი აუცილებლად მოეწონება"

"ალესანდრო დიდი ძმა გახდება" - ოპერის მომღერალი გოგონას დედა გახდება