ბიბილოვი არჩილ ტატუნაშვილზე - საქართველოში ექსპერტიზას სულ მცირე ერთი თვე სჭირდება, საშუალება უნდა მოგვცეთ ყველაფერი კანონის გზით გავაკეთოთ

ბიბილოვი არჩილ ტატუნაშვილზე - საქართველოში ექსპერტიზას სულ მცირე ერთი თვე სჭირდება, საშუალება უნდა მოგვცეთ ყველაფერი კანონის გზით გავაკეთოთ

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის საკითხი „ძალიან პოლიტიზირებულია“.

ამის შესახებ ანატოლი ბიბილოვმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ სამედიცინო ექსპერტიზა ევროპაში და ამერიკაში მიღებულია. საშუალება უნდა მოგვცეთ ყველაფერი კანონის გზით გავაკეთოთ. იგივე საქართველოში - ექსპერტიზას სულ მცირე ერთი თვე სჭირდება“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

ანატოლი ბიბილოვმა ასევე განაცხადა, რომ „ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის გარეშე გადაცემის შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთმა შესაძლოა უფრო მეტი ნეგატივი მიიღოს, ვინაიდან ეს საკითხი ძალიან პოლიტიზირებულია ქართული მხარის მიერ“.

თავის მხრივ, თანათავმჯდომარემ ევროკავშირის მხრიდან ტოივო კლაარმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია, რადგან „ტატუნაშვილის ცხედარი უკვე ორი კვირაა, რაც სამხრეთ ოსეთშია“.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი