დოდო გუგეშაშვილი -  მკვლელმა მთხოვა მასთან სელფის გადაღება, როგორც ჩანს დამკვეთისთვის უნდა ეჩვენებინა

დოდო გუგეშაშვილი -  მკვლელმა მთხოვა მასთან სელფის გადაღება, როგორც ჩანს დამკვეთისთვის უნდა ეჩვენებინა

ჩვენ გვინდა ერთობლივად ვიპოვოთ მკვლელიც და შემკვეთიც, ვინც მე ოჯახი გამინადგურა, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" "მხედრიონის" ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა დოდო გუგეშაშვილმა განაცხადა.

ის დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელობა და მისი დაჭრა დაკვეთით განხორციელდა. დაზარალებული არ ფლობს ინფორმაციას გამოძიების ვერსიებთნ დაკავშირებით, თუმცა აღნიშნავს, რომ ის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობს და რომ მათი საერთო მიზანია დამნაშავის დასჯა.

"ჩვენ გვინდა ერთობლივად ვიპოვოთ მკვლელიც და შემკვეთიც, ვინც მე ოჯახი გამინადგურა. ასევე, მე მაქვს ჩემი შვილის აუსრულებელი მიზნები და ოცნებები ასასრულებელი. სამწუხაროდ, არც ჩემთვის და არც ჩემი ადვოკატისთვის ცნობილი არ არის ის, თუ რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება. დარწმუნებული ვარ, რომ მომხდარში ერთი პირი არ ფიგურირებს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ამ მკვლელის თხოვნა, მასთან სელფის გადაღებასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს მას დამკვეთისთვის უნდა ეჩვენებინა, რომ ძალიან ახლოს იყო მიზანთან", - განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

ნახეთ ვიდეო

დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს 7 თებერვალს, დიღომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა დოდო გუგეშაშვილის შვილი, პოლკოვნიკი კი დაიჭრა. მომხდარი ფაქტის ერთადერთი თვითმხილველი, რომელმაც მკვლელის ვინაობა იცის, თავად დაზარალებული დოდო გუგეშაშვილია.

შსს ნიკა მელიას დაკავების ოპერაციაზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

რას ამბობს ადვოკატი, რომელმაც ნიკა მელია რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა

შსს სპეცოპერაციის შიდა კადრებს ავრცელებს  - "ვიდეოში ასახულია, თუ როგორ ესვრის მყარ საგანს "ნაცმოძრაობის" აქტივისტი პოლიციას"