რა მოხდა აღმაშენებლის გამზირზე - შსს ინფორმაციას ავრცელებს

რა მოხდა აღმაშენებლის გამზირზე - შსს ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღმაშენებლის გამზირზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, 6 წლის ბავშვი მე-5 სართულიდან მე-4 სართულზე ჩავარდა.

„თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ბიზნესცენტრ "მოზაიკაში" მიმდინარეობდა კონცერტი, რა დროსაც ფოიეში მყოფი 6 წლის ბავშვი მე-5 სართულიდან ჩავარდა მე-4 სართულზე. ბავშვი გადაყვანილია საავადმყოფოში, მის ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება 124 მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შსს-ში.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო